შვედეთის მეფის, კარლ მეთექვსმეტე გუსტავის გარშემო სექს-სკანდალი აგორდა.
ცოტა ხნის წინ შვედეთში გამოიცა წიგნი "კარლ XVI გუსტავი – მონარქი იძულებით", სადაც ავტორი მეფის ახალგაზრდობის დროინდელ ამბებზე მოგვითხრობს.
ავტორი ირწმუნება, რომ კარლ გუსტავი ახალგაზრდობაში ლოთური დროსტარების და მეძავებთან გართობის მოყვარული იყო.
გარდა ამისა, წიგნში მოყვანილია ფაქტები მეფისა და სერბი განგსტერის – მილე მარკოვიჩის კავშირის შესახებ. კერძოდ ძებნილი მაფიოზი სხვადასხვა დროს მეფის პატივსაცემად წვეულებებს მართავდა, სადაც ათობით მეძავი მეფესთან ერთად შამპანურით გავსებულ ჯაკუზში ერთობოდა.
წიგნში ასევე მოხსენიებულია კარლ გუსტავის საყვარელი, წარმოშობით ნიგერიელი მოდელი, კამილა ჰენემარკი.
მეფის პრესსამსახურს ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, ხოლო, შვედური პრესის ვერსიით, სამეფო ოჯახმა წიგნში მოყვანილი ფაქტები სიძველის გამო საინტერესოდ არ მიიჩნია.