2016 წლის თებერვლის მდგომარეობით გურიის 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში 22 ფრაქცია ფუნქციონირებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" კვლევის თანახმად, გურიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 22 ფრაქციიდან 13 ფრაქციას დაარსებიდან არცერთი საკითხის ინიცირება არ მოუხდენია. 2014 წლის არჩეული საკრებულოების 22 მოქმედ, ასევე 4 ყოფილი ფრაქციის თავმჯდომარეებზე 2016 წლის თებერვლამდე ხელფასის სახით 583 097.27 ლარი, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით კი 40 400 ლარი გაიცა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 7 ფრაქციაა, თუმცა, როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საკრებულოში საკითხის ინიცირება მხოლოდ ერთმა ფრაქციამ – "ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ" მოახდინა.
ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება_ ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე, ქეთევან სიხარულიძე არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას არ ეთანხმება, ხოლო ამავე საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება_ კონსერვატორებს “ თავმჯდომარე მაია გიორგაძე ამბობს, რომ მათ მიერ ინიცირებული საკითხები დოკუმენტურად არ ფორმდებოდა. ამის მიზეზად გიორგაძე ერთი გუნდის პრინციპს ასახელებს.
როგორ მუშაობენ, რაზე მუშაობენ, უჭირთ თუ არა კოლეგა მამაკაცებთან ურთიერთობა _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადაცემაში ქეთევან სიხარულიძე და მაია გიორგაძე საუბრობენ.