საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და NDI-ის კვლევებზე საუბრისას ამბობს, რომ „როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ".
ოდესის გუბერნატორი მისი მართველობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ის 2012 წლის არჩევნებზე მოსახლეობას ერთ კითხვას უსვამდა _ ცხოვრობდნენ თუ არა ისინი 2003 წელზე უკეთესად. დღეს კი მოქალაქეებმა პარალელები 2012 წელთან უნდა გავლონ და კითხვა დაუსვან საკუთარ თავს, ცხოვრობენ თუ არა ისინი უკეთესად ვიდრე 2012 წელს.
"რა გითხრათ, რით გაგახაროთ? _ მე ჩემს ქვეყანაში პრობლემები შემიქმნეს და ამიტომ იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა საქართველო. თუმცა, ჩემი გული დღემდე საქართველოსთვის ძგერს.
იმის მაგივრად, რომ ხალხს მისცენ გამოკვების საშუალება, თავის შვილების პერსპექტივა, დახარჯეს მთელი ფული, რაც დავუტოვეთ. ჯანდაცვის სისტემაზე, რომელიც გამზადებული იყო, ასევე დახარჯეს მილიარდები. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ის, რომ ქვეყანა აღმოჩნდა ჩიხში, რადგან ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც დაამკვიდრა პორნოკრატია.
რომ ვუსმენ ქართულ ნიუსებს, გული მისკდება. რა ახალი ვიდეოები დაიდო, როდესმე, ჩემს დროს გაგიგიათ ასეთი რამ? ვინმეს როდესმე უფიქრია, რომ ჩემი მმართველობის დროს გამოვიდოდა ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო? როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ, რა გიკვირთ?!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში საუბრისას.