ესპანეთმა, სადაც მეთხუთმეტე საუკუნეში ებრაელთა ყველაზე დიდი დიასპორა იყო, გადაწყვიტა, გამოასწოროს დიდი ხნის წინ დაშვებული შეცდომა.
როგორც ცნობილია, 1452 წელს, ინკვიზიციამ 100 ათასამდე ებრაელი-სეფარდი გააძევა ქვეყნიდან.
ახლა კი, ესპანეთის ხელისუფლებამ გაიხსენა ინკვიზიციის გაკვეთილები და გადაწყვიტა, კვლავ დააბრუნოს ებრაელები.
თუ მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს ესპანეთში 300 ათასი ებრაელი ცხოვრობდა, ახლა მათი რიცხვი 50 ათასს არ აღემატება.
დღეს ებრაელებს შეუძლიათ ესპანეთში დაბრუნება, ოღონდ, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ იმ სეფარდების შთამომავლები არიან, რომლებმაც 1452 წელს დატოვეს ქვეყანა და იუდაიზმს აღიარებენ. ამასთან, მათ მხოლოდ ესპანური პასპორტი ექნებათ. აღსანიშნავია, რომ სეფარდებს შორის მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც არიან.
სხვათა შორის, მუსლიმანურმა ერთობამ შეახსენა ესპანეთის ხელისუფლებას, რომ ინკვიზიციამ არა მხოლოდ იუდეველები, არამედ, ისლამისტებიც განდევნა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სამართლიანობის აღდგენა მუსლიმანთა მიმართ არ განიხილება.