ცოტა ხნის წინ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში დაყაჩაღების მცდელობას ქონდა ადგილი. შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა.
ბანკში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფულის გატანას ცდილობდა. ბანკის თანამშრომლებმა მოახერხეს საპატრულო პოლიციის გამოძახება. პოლიციამ შეძლო თავმდასხმელის განიარაღება. ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
საქმე აღძრულია ყაჩაღობის მუხლით, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე.