რუსული სპორტული მასმედიის მტკიცებით, ყოფილი მხატვრული ტანმოვარჯიშე კაროლინა სევოსტიანოვა, რომელიც ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში.
ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ტანმოვარჯიშე ქალად მიჩნეული კაროლინა მოსკოვის საფეხბურთო კლუბი "ცეესკას" ქომაგი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ გუნდის ხელმძღვანელობამ აქტიური სპორტიდან წასულ ლამაზმანს ერთგულება დაუფასა და გუნდის ოფიციალურ სახედ აღიარა.
ყოფილი სპორტსმენი ქალი ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ამჟამად ბედს სამოდელო სფეროში ცდის, სადაც მისი პარამეტრების გათვალისწინებით, დიდი მომავალი უნდა ჰქონდეს.