https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კოლექტორებსა და კანალიზაციას გაყოლილი მილიონები

16:05; 14.05.2012
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსი” დეტალურად შემოგთავაზებთ ამ კომპანიის მოგებულ ტენდერებს. მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით…

წყალდიდობის შემდეგ, ხელისუფლება ზარალს ითვლის და პარალელურ რეჟიმში აქცენტების გადატანის ჩვეულ სტილს არ ღალატობს. წყალდიდობას, რომელმაც 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ამ ეტაპზე, თურმე, ერთადერთი დამნაშავე ჰყავს _ უკანონო ნაგებობები!

“მეტი ყურადღება და მეტი სიმკაცრეც უნდა გამოვიჩინოთ უკანონო ნაგებობების მიმართ. იმიტომ, რომ ადამიანთა გარდაცვალების ხუთივე შემთხვევა სწორედ ისეთ ნაგებობებს უკავშირდება, რომელიც მდინარის კალაპოტსა და კოლექტორის თავზე იყო განლაგებული,” – განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას.

მისივე თქმით, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური იკვლევს იმ შენობების საკითხს, რომლებშიც ადამიანები გარდაიცვალნენ და 90%-იანი ალბათობით, ეს ნაგებობები უკანონო იყო.

სანამ ხელისუფლება აქცენტს უკანონო ნაგებობაზე აკეთებს, “გურია ნიუსი” იმ კომპანიებით დაინტერესდა, რომლებმაც ტენდერის გზით შენობების ფუძე-საძირკვლების, მიწისზედა მზიდი კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრების, ასევე წყალსადენის, საკანალიზაციო და სანიაღვრე გარე ქსელების აღდგენის სამუშაოების ჩასატარებლად სახელმწიფოსგან მილიონები აიღეს.

2008 წლის 26 აგვისტოს, იმ დღეს, როდესაც რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 1 089 178-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა შპს “ალიანსთან”.

გამარჯვებულ კომპანიას თბილისში, ჭონქაძის ქ, #11-ში მდებარე შენობის ფუნდამენტის, მიწისზედა მზიდი კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრების, ასევე წყალსადენის, საკანალიზაციო და სანიაღვრე გარე ქსელების აღდგენის სამუშაოების ჩატარება დაევალა მილიონზე მეტი ლარის ფარგლებში.

ამ ტენდერში განაცხადი მხოლოდ ამ კომპანიამ შეიტანა და სატენდერო წინადადება 2008 წლის 21 აგვისტოს წარადგინა. ამ დღეს, საქართველოში ნატო-ს სამოქალაქო საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კომიტეტის წარმომადგენელთა 15-კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ქმედებებით გამოწვეული ზარალის ადგილზე შეფასების მიზნით. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გადასულ საქართველოში, მილიონიანი ტენდერების გაფორმება არ ავიწყდებოდათ.

2008 წლის 27 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში, ქ. თბილისში, წინამძღვრიშვილის ქ. #26/18, იაშვილის ქ. #18, გალაკტიონის ქ. #23/23, გალაკტიონის ქ. #21 III სართ., გალაკტიონის ქ. #21 II სართ., ლერმონტოვის ქ. #17/6 შენობების ფუძე-საძირკვლების, მიწისზედა მზიდი კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრების, ასევე წყალსადენის, საკანალიზაციო და სანიაღვრე გარე ქსელების აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარჯვებულად კვლავ შპს “ალიანსი” გვევლინება ორ კომპანიასთან, შ.პ.ს. “სანდრიკა-2008” და შ.პ.ს. “აგრომშენსერვისთან” ერთად.

ამ კომპანიებთან ხელშეკრულებები 2009 წლის იანვარ-თებერვალში გაფორმდა და თანხის ოდენობა ასეთი გახლდათ: შპს “ალიანსი” _ 582 916, 80 ლარი 2009 წლის 30 იანვარს და ზედ დამატებული 429 753 ლარი 28 იანვარს; შპს “აგრომშენსერვისი” _ 443 457ლარი; შპს “სანდრიკა-2008”-ისთვის მიცემული თანხის ოდენობა მითითებული არ არის. ამ უკანასკნელის გამოკლებით, მხოლოდ ორმა კომპანიამ თითქმის მილიონნახევარი ლარი აიღო.

13-მილიონიანი ტენდერები და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ფავორიტი კომპანია

შპს “ალიანსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საქმიანობის კატეგორიაში ვკითხულობთ: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემულ #189 ნებართვით უფლება გვაქვს ვაწარმოოთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა.”

როგორც “გურია ნიუსის” მოკვლევის შედეგად იკვეთება, “ალიანსი” მერიისა და ფინანსთა სამინისტროს ფავორიტებშიც შედის _ შპს “ალიანსი” გამარჯვებულად გვევლინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში #2 ლოტზე. კომპანიასთან ხელშეკრულება 2010 წლის 02 ივლისს გაფორმდა; ფინანსთა სამინისტრო ზუსტად 2 თვეში იგივე კომპანიასთან კიდევ ერთ ხელშეკრულებას აფორმებს ერთ პირთან მოლაპარაკებით გახორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე _ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვაზე (6 ლოტად) გამოცხადებულ ტენდერში (გაზეთი “24 საათი”, 2010 წლის 03 მარტი) ლოტებზე №1, №2 და №6 გამარჯვებულად გამოვლინდა შპს “ალიანსი”.

საერთო ჯამში, კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს მიმწოდებელთა ზოგად აქტივობაში მოცემული მონაცემებით, რომელიც ამავე სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული, შპს “ალიანსს” საპატიო ადგილი უკავია _ 19 ტენდერიდან (2010 წლის 1 დეკემბრიდან 2012 წლის 20 აპრილის პერიოდში), 11 ტენდერზე ხელშეკრულება გაუფორმდა, ამ ტენდერებით მიღებულმა თანხის ოდენობამ კი 13 მილიონზე მეტი (13, 288, 358. 00) ლარი შეადგინა.

2011 წლის 08 სექტემბერს, თბილისის მერის მოადგილე ტარიელ ხიზანეიშვილი შპს “ალიანსთან”, რომლის დირექტორად თეიმურაზ კანკავა გვევლინება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ერთი მილიონ შვიდასიათას ლარიან ხელშეკრულებას აფორმებს. შესასრულებელ სამუშაოებში შედის გლდანის პოლიგონის ტერიტორიაზე შიდა გზებისა და არხების, მათ შორის წყალამრიდი არხებისა და სამონიტორინგო ჭების მოწყობა. სამუშაოს დასრულების ვადად 2011 წლის 31 დეკემბერია მითითებული.

თუმცა, სამუშაოს დასრულებამდე 29 დღით ადრე, მერია თეიმურაზ კანკავასთან შეთანხმებას დებს, რომელიც, თურმე განსაზღვრული ვალდებულებების გახორციელებისას, გაუთვალისწინებელი გარემოებებით იქნა გამოწვეული. კერძოდ: “საჭირო გახდა არხის ძირის კონფიგურაციის შეცვლა, რამაც გამოიწვია ბეტონის მოცულობის გაზრდა, აგრეთვე მიმღები და გამშვები სათავისის პორტაული კედლების ფუნდამენტის და ტანის მოწყობის სამუსაოების ნაცვლად საჭიროა წყალამრიდი არხის სათავეში წყალმიმღების მოწყობა,” _ ვკითხულობთ შეთანხმების საგანში, რომლის საფუძველზეც, თბილისის მერიამ სამუშაოების დასრულებამდე 29 დღით ადრე, 49 732 ლარით შეამცირა თანხის ოდენობა. შეთანხმებაში არ არის მითითებული, სად უნდა გადაირიცხოს ან ვის უნდა დაუბრუნდეს უკან აღნიშნული თანხა.

შპს “ალიანსის” სულ ცინცხალი ტენდერი მერიასთან და გასაფორმებლად გამზადებული ხელშეკრულება 2012 წლის 23 აპრილით თარიღდება _ ნახევარმილიონიანი ტენდერის პრეტენდენტების სიაში მხოლოდ შპს “ალიანსია”. ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც მხოლოდ ამ კომპანიას შეაქვს განაცხადი. რჩება შთაბეჭდილება, რომ სხვა კომპანიებს კარგად აქვთ გათვითცნობიერებული, იქ სადაც “ალიანსია”, მათ შანსი არა აქვთ.

საიდენტიფიკაციო კოდის მონაცემების მიხედვით, შპს “ალიანსის” დირექტორი და 100%-იან მეწილე თეიმურაზ კანკავაა _ შ.პ.ს. “ალიანსი” დაფუძნებულია 2002 წლის 17 ივნისს, სწორედ თეიმურაზ კანკავას მიერ.

შ.პ.ს. “ალიანსი”-ს დაფუძნებამდე, კომპანიის დირექტორის უშუალო ხელმძღვანელობით აშენებული იქნა მრავალი ობიექტი თბილისსა და მოსკოვში…” _ ვკითხულობთ კომპანიის ვებგვერდზე, რომლის ოფიციალურ მისამართად თაბუკაშვილის ქ #42 სახელდება. კომპანიის იურიდიული მისამართი კი ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ, #25, კორპუსი #1 ბინა 81-ია.

შემთხვევით არ ვამახვილებთ ყურადღებას ამ მისამართებზე: 2008 წლის 27 დეკემბერს გამოცხადებულ ტენდერში, ქ. თბილისში, წინამძღვრიშვილის ქ. #26/18, იაშვილის ქ. #18, გალაკტიონის ქ. #23/23, გალაკტიონის ქ. #21 III სართ., გალაკტიონის ქ. #21 II სართ., ლერმონტოვის ქ. #17/6 შენობების ფუძე-საძირკვლების, მიწისზედა მზიდი კონსტრუქციების აღდგენა-გამაგრების, ასევე წყალსადენის, საკანალიზაციო და სანიაღვრე გარე ქსელების აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის გამარჯვებულად შპს “ალიანსი” გვევლინება ორ კომპანიასთან, შ.პ.ს. “სანდრიკა-2008” და შ.პ.ს. “აგრომშენსერვისთან” ერთად.

შპს “აგრომშენსერვისიც” თაბუკაშვილის #42-ში მდებარეობს და მისი დირექტორი გახლავთ დავით კანკავა, რომლის საცხოვრებელი ადგილი იგივე მისამართია, რომელიც შპს “ალიანსს” თავის სატენდერო ხელშეკრულებებში იურიდიულ მისამართად აქვს მითითებული _ გამოდის, რომ 2008 წელს ერთსა და იმავე ტენდერში გამარჯვებული ორთავე კომპანია კანკავებს ეკუთვნის.

მათი ფაქტობრივი მისამართი, თაბუკაშვილის #42, შპს “ალიანსის” მიერ 2004 წელს ჩატარებულ სამუშაოებში მოხვდა, არსებული მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლების დაშლა-აღდგენისა და გამაგრების კატეგორიაში…

2005 წელს შპს “ალიანსს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავტოფარეხის სადისპეტჩერო შენობის ბრტყელი სახურავის რემონტი აქვს ჩატარებული. 2006 წელს კი ის დიდ დროს უთმობს ეროვნულ ბანკს. შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია:

_ საქართველოს ეროვნული ბანკის სარეზერვო კარების, საყრდენი კედლის და სულხან-საბას ქუჩის მხრიდან საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;

_ საქართველოს ეროვნული ბანკის ორსართულიანი შენობა;

_ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის იატაკის რემონტი;

_ საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები;

_ საქართველოს ეროვნული ბანკის შენობაში ცენტრალური ღია ვერანდისა და მიმდებარე ჰოლის, კავშირგაბმულობის, პულტის და ქსეროქსის ოთახების რემონტი;

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით გალელმა 60 წლის თეიმურაზ კანკავამ თავისი ბიზნესი მოსკოვში დაიწყო და საქართველოში მას “კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემულ #189 ნებართვით უფლება აქვს აწარმოოს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა.”

თეიმურაზ კანკავა: “ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ? ეგ გასაიდუმლოებული ინფორმაციაა…”

“გურია ნიუსი” თეიმურაზ კანკავას ტელეფონით დაუკავშირდა. მას შემდეგ, რაც თავი წარვუდგინეთ, პირველი კითხვა მან დაგვისვა _ ჟურნალისტთან რა კავშირი გვაქვს? დაკავებულები ვართ, არ გვცალია.

თუმცა, დიალოგი მაინც შედგა. თეიმურაზ კანკავამ არაერთხელ დააფიქსირა საუბრისას, რომ სანიაღვრე ქსელებთან შეხების წერტილი თითქმის არ ჰქონიათ, თუმცა გამოცხადებული ტენდერით შესასრულებელი სამუშაოები სხვაზე მეტყველებენ.

_ ბატონო თემურ, სამშენებლო ტენდერებში. მათ შორის სანიაღვრე არხების აღდგენასა და კეთილმოწყობის ტენდერებში თქვენი კომპანია შპს “ალიანსი” თითქმის ყოველთვის იმარჯვებს, გამოდის, ამ საქმის სპეციალისტები ხართ. როგორ ფიქრობთ, წყალდიდობით გამოწვეული ზარალი სანიაღვრე და წყალგამტარი სისტემის გაუმართაობას უკავშირდება?

_ კომუნიკაციებზე და იმაზე არ ვმუშაობ, მართალი გითხრათ, ჩვენ გვეხება სარემონტო სამუშაოები.Uთითქმის ყველა ტენდერში არ ვიმარჯვებთ, ასე 20-იდან ერთში, ან 10-იდან ერთში.

_ ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზეც თქვენ ხომ არ ჩაგიტარებიათ სარემონტო სამუშაოები?

_ არა, არა…

_ შპს “აგრომშენსერვისი” თქვენი შვილობილი კომპანიაა?

_ არა, “აგრომშენსერვისი” ცალკე კომპანიაა და რატომ დაგაინტერესათ ამ საკითხმა?

_ “აგრომშენსერვისის” ხელმძღვანელი, დავით კანკავა თქვენი შვილია?

_ კი, ჩემი შვილია, მაგრამ ჩვენ ერთმანეთთან იურიდიულად არავითარი კავშირი არ გვაქვს. არის ცალკე, დამოუკიდებელი კომპანია.

_ და რას საქმიანობს ეს ფირმა?

_ იგივეს, რასაც ჩვენ.

_ თქვენს ოფიციალურ ვებგვერდზე ასეთი რამ წერია: “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გაცემულ #189 ნებართვით უფლება გვაქვს ვაწარმოოთ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა.” შეგიძლიათ აგვიხსნათ, რას გულისხმობს ეს ნებართვა?

_ ჩვენ ეროვნულ ბანკში ვმუშაობდით და მაშინ მივიღეთ ეს ცნობა. ეს იმას ნიშნავს, რომ დახურული ობიექტების წარმოების უფლება მიიღო და ამ ცნობას გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

_ ბევრია ისეთი სამშენებლო კომპანია საქართველოში, ვისაც სახელმწიფო ასეთ ნდობას უცხადებს?

_ კი, არიან, როგორ არა.

_ შეგიძლიათ ერთი მაინც დაგვისახელოთ?

_ ჩვენ ხომ არ ვიცით ეგ, გასაიდუმლოებული ინფორმაციაა. ეგ ადრე იყო მასე, ახლა მოხსნილია მასეთი მოთხოვნა. ძველი ისაა დარჩენილი მანდ…

P.S. “გურია ნიუსი” იმ სხვა კომპანიების ჩამონათვალსაც შემოგთავაზებთ, რომლებმაც ასევე გაიმარჯვეს წყალსადენის, საკანალიზაციო და სანიაღვრე გარე ქსელების აღდგენის სამუშაოების ჩატარებაში.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ “ორთაჭალჰესის” ხელმძღვანელობის მტკიცებით, წყალდიდობის შედეგად მოქალაქეების დაღუპვა მდინარე მტკვრის ადიდებას არ გამოუწვევია.

როგორც “ორთაჭალჰესის” დირექტორმა ზვიად ჩუბინიძემ განაცხადა, მდინარის დონე არ მომატებულა, უბედური შემთხვევა კი იმის გამო მოხდა, რომ ფერდობებიდან ჩამოსული წყლის გატარება კოლექტორებმა ვერ უზრუნველყო…

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

სალათი ღვიძლითა და სოკოთი

მოსახლეობა რადიაციის კერებთან ახლოს, სპეციალისტების მოლოდინში ცხოვრობს

ყველა სიახლე

სამართალი

ვინ დააკავეს გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ფაქტზე

22:15; 26.02.2026
საზოგადოება

ძველ ფერმაში სამედიცინო ნარჩენები იპოვეს – რას ამბობენ უწყებებში

21:58; 26.02.2026
სამართალი

რატომ არ ამოიღეს და დალუქეს ათონელის სასახლის ღობის ფრაგმენტები – რა გახდა ცნობილი პროცესზე

21:25; 26.02.2026
სამართალი

საია განცხადებას ავრცელებს

19:57; 26.02.2026
საზოგადოება

“უხვი ნალექია მოსალოდნელი”- თბილისის მერია

19:54; 26.02.2026
სამართალი

ავტომობილი ბავშვს დაეჯახა

19:32; 26.02.2026
სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18:45; 26.02.2026
სამართალი

პატრულის ყოფილ ოცმეთაურს მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურატურა 35 750ლარს გადაუხდის

18:15; 26.02.2026
პოლიტიკა

ვის შეეხება საქართველოში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერება – ევროკომისიის პრეზიდენტი

18:04; 26.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ- ვალუტის კურსი

17:39; 26.02.2026
საზოგადოება

მინისტრის შეხვედრა ადგილობრივი მედიის გარეშე

17:19; 26.02.2026
სამართალი

სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

16:59; 26.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:54; 26.02.2026
სამართალი

“160 000 ლარი მიითვისა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ დაეუფლა და ანგარებით გამოიყენა”

16:48; 26.02.2026
სამართალი

მოსამართლემ ლაშა ჩხარტიშვილი 5 დღით პატიმრობაში გაუშვა

16:34; 26.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო