სტუდენტურმა მოძრაობამ "აუდიტორია 115" აქცია შეწყვიტა.
"ჩვენ პრემიერ მინისტრის სიტყვის სიმტკიცის გვჯერა და იმედი გვაქვს,რომ მომავალ კვირას მასთან გაიმართება შეხვედრა, სადაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში გასატარებელ ცვლილებებს განვიხილავთ", – აღნიშნა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, პირველ ეტაპზე აუცილებელია სტუდენტურ თვითმმართველობებთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება და უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურების არჩევის წესის შეცვლა.
ლორთქიფანიძე ამბობს, რომ სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მათ აქვთ ცვლილებების როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმა, რომლის თაობაზეც მომავალ კვირას პრემიერ მინისტრთან ისაუბრებენ.