https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ხდება საქართველოში “ყველაზე ცნობილ საბავშვო ბაღებში”

12:04; 18.04.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში "ყველაზე ცნობილი საბავშვო ბაღი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მდებარეობს _ მან სახელი გასულ წელს "გურია ნიუსის" ჟურნალისტური გამოძიების შედეგად "გაითქვა".

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და შპს "შემოქმედმშენს" შორის, #160 ხელშეკრულება 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ხელს გამგებლის მოვალეობის აწ უკვე ყოფილი შემსრულებელი და დღეს გამგებლის მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე აწერს, #1 ბაგა-ბაღის, #2 ბაგა-ბაღის, სოფელ ამაღლების, სოფელ იანეულის და სოფელ სამების საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა გახორციელებულიყო. ამ სამუშაოებისთვის "შემოქმედმშენს" 181 111 ლარი ჰქონდა გამოყოფილი.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2014 წლის 25 აგვისტოს შედგა.

 ინსპექტირების ჯგუფმა დაადგინა, რომ #160 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ჩაბარებულია _ კომისიას არანაირი შენიშვნა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით არ ჰქონია.

ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ",გურია ნიუსმა" ყველა გარემონტებული საბავშვო ბაღი მოინახულა.

შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ჩამონათვალის თანახმად, "მოეწყო წყალსაწრეტი ღარები, მილები და ძაბრები, შეკეთდა არსებული იატაკი ლამინატის მოსაწყობად, დაიგო ლამინატი, მეთლახი, მოაბათქაშეს შიდა კედლების დაზიანებული ნაწილი ქვიშა-ცემენტით და შეიღება წყალემულსიის საღებავით, ჩაისვა ახალი კარი".

თუმცა, ეს ყველაფერი ფურცელზე. ფაქტების ჩვენ მიერ გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩაბარებული იანეულის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი "ხარისხიანი" დეტალი კედელში სახელდახელოდ გაკეთებულ ქვასაც გულისხმობდა, რომლის დანიშნულებაც, ბაღის აღმზრდელების განმარტებით, თაგვისგან თავდაცვა იყო.

უფრო მეტიც, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების პროცესში დადგინა, რომ "გარემონტებული ბაღებიდან", ერთ-ერთი, სოფელ ამაღლებაში მდებარე შენობა, რომელსაც ბაღის სტატუსიც არ ჰქონდა, თუმცა, ხელშეკრულებაში როგორც ბაღი ისე ეწერა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა იყო, სამების ე. წ. ბაღი კი კერძო პირს ეკუთვნოდა.

ამ გამოძიებას შედეგი მოჰყვა _ მშენებლები დააკავეს და როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განგვიმარტეს, გამოძიებაც გააგრძელეს. თუმცა, მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და სხვა შედეგი არ დამდგარა.

შპს "შემოქმედმშენის" კონტრაქტორი კომპანია, "ჯორჯიან კომპანი", რომელმაც უშუალოდ შეასრულა სარემონტო სამუშაოები, "შავ სიაშიც" კი არ ჩაუსვამთ და კომპანია ობიექტების მშენებლობა/რემონტს დღესაც აგრძელებს.

რაც შეეხება 2014 წელს დაწყებულ მშენებლობებს _ სამებასა და ამაღლებაში რემონტი უკვე დასრულდა და ორივე შენობა ახლა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.

სამების საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები შპს "დეგომ" დაასრულა _ კომპანიამ ტენდერი 39 400 ლარად მოიგო.

ახლა, "ყველაზე ცნობილ ბაღს", სადაც კარი კედლების გარეშე იყო ჩასმული, კედლები აქვს, თუმცა, ჭერის ნაწილი ჩამოხსნილია. როგორც ადგილზე მისულებს გვითხრეს, ამის მიზეზი წვიმა გახდა:

_ სახურავიდან წყალი ჩამოვიდა და "პლასტიკატი" რომ არ გაფუჭებულიყო, ჩამოვხსენით, _ განგვიმარტა ბაღში მისულებს გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწემ.

სამების ბაღში, რომლის გახსნის თარიღი მუნიციპალიტეტში ჯერ არ იციან, მიღება-ჩაბარების "გადახალისებული" კომისიის წევრებთან ერთად მივედით. კედლების ნაწილი უკვე დაბზარულია, ერთ ნაწილს კი საღებავი აკლია:

_ როდესაც ჩავიბარეთ, მაშინ ბზარები არ იყო _ როგორც ჩანს, მერე გაჩნდა. ხდება ხოლმე. სახლში რემონტი რომ გააკეთოთ, იქაც შეიძლება მსგავსი რა მოხდეს. რაც შეეხება მიკლებულ საღებავს, გეთანხმებით, რომ აკლია, თუმცა, როცა საბავშვო ბაღი ჩავიბარეთ მაშინ არ ჩანდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელმა, გამგებლის მოადგილემ მინდია ჟღერიამ.

მისივე თქმით, იმისთვის რომ კედლები არ დაიბზაროს, საბავშვო ბაღის განიავება აუცილებელია, თუმცა, კითხვაზე, ეს ვინ უნდა გააკეთოს, ვერ გვპასუხობს.

გარდა კედლებისა, ინსპექტირების ჯგუფს ისიც "გამორჩა", რომ რამდენიმე ადგილზე "პლინტუსები" არ არის. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ვლადიმერ გოგიბერიძის თქმით, "პლინტუსების" გაკეთება ხარჯთაღრიცხვაში არ იყო და რაც გაკეთდა, კომპანიამ საკუთარი ხარჯებით გააკეთა:

_ თქვენ არ იცით, რა შრომა გავწიეთ, რომ ეს ბაღი ჩაბარებულიყო. საკმაოდ პრობლემურ კომპანიასთან გვქონდა საქმე, _ აღნიშნა გოგიბერიძემ და დასძინა, რომ "დეგოს", ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულება აქვს, 2 წლის განმავლობაში, არსებული ხარვეზი გამოასწოროს.

სამებაში მისულებმა ისიც გავარკვიეთ, რომ მშენებელ კომპანიას სხვა ვალდებულებაც აქვს _ "დეგოს" მუშების სახელფასო დავალიანება დღემდე გაუსტუმრებელი აქვს, რის შესახებაც ადგილობრივი ხელისუფლებაც საქმის კურსშია:

_ ვის არ მივმართეთ, მაგრამ ვერ შევძელით ჩვენი ნაშრომი მიგვეღო. ერთადერთი გზა დაგვრჩა _ ავდგებით და დავშლით ჩვენს გაკეთებულს და ამით დამთავრდება ყველაფერი, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ადგილობრივებმა, რომლებიც მშენებლობაზე მუშაობდნენ.

მინდია ჟღერიას თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს ბერკეტი, რომ კომპანიას მუშების დავალიანების გადახდა დაავალდებულოს:

_ ჩვენ ამის იურიდიული მექანიზმი არ გაგვაჩნია. ასევე, პრობლემას ქმნის ისიც, რომ არც ერთ მუშასა და "დეგოს" შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ არის _ ყველაფერი სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მოხდა და ჩვენ ვერაფერს გავხდებით, _ გვითხრა ჟღერიამ.

მუშები ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ. იგივეს გვიდასტურებენ ინსპექტირების ჯგუფის წარმომადგენლებიც. არადა, კომპანიას, ხელშეკრულების თანახმად, ხარვეზების გამოსწორების ვალდებულება აქვს:

_ ჩვენ ვეცდებით მათთან დაკავშირებას და თუ არ გამოჩნდნენ, ხარვეზები არ გაასწორეს, ამის გამო შეგვიძლია მივმართოთ სასამართლოს, _ აღნიშნა ვლადიმერ გოგიბერიძემ და პირობა მოგვცა, რომ შესაბამის პროცედურებს ამ კვირაში დაიწყებენ.

"დეგოს" ხელმძღვანელებთან დაკავშირებას "გურია ნიუსიც" შეეცადა, თუმცა, უშედეგოდ _ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებული ტელეფონის ნომერი რეგისტრირებული არ არის, მუშების მიერ მოცემულ ნომერზე კი არავინ გვიპასუხა.

რაც შეეხება ამაღლების საბავშვო ბაღს, სამების ბაღის მსგავსად, ისიც დაკეტილია. დაბზარული კედლები, ჩამოცვენილი საღებავი, გატეხილი ლამინატი და მეტლახი, ცუდად ნაწარმოები მშენებლობა აქაც თვალში საცემია.

ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელს ამ შემთხვევაშიც იგივე პასუხი აქვს _ ბაღს, თურმე, "განიავება" სჭირდება, რომ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დროს არც კედლები იყო დაბზარული და არც საღებავი ჩამოცვენილი.

_ ის, რომ ლამინატი და მეტლახი გატეხილია, ალბათ, ვერ შევამჩნიეთ, _ გვითხრა ჟღერიამ.

ამაღლებაში, ინსპექტირების ჯგუფმა ვერც ცუდად დამაგრებული ე. წ. "ჟოლობი" შეაჩნია და ვერ გარე ფასადზე არსებული ხარვეზები, რომლის დანახვასაც დიდი დაკვირვება არ სჭირდება.

აღნიშნული საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები შპს "იმერეთი 2014"-ის მიერ არის შესრულებული.

კომპანიას, სხვების მსგავსად, აქვს ვალდებულება, რომ არსებული ხარვეზები ორი წლის განმავლობაში საკუთარი ხარჯებით გამოასწოროს, თუმცა, ამის გამო მათვის ინსპექტირების ჯგუფს ჯერ არ მიPუმართავს.

ჩვენ შევეცადეთ დეტალები კომპანიის ხელმძღვანელებთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, ამ შემთხვევაში შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მითითებული ტელეფონის ნომერი გამორთული იყო.

ინსპექტირების ჯგუფის წევრების თქმით, არსებული ხარვეზები უახლოეს ხანში გამოსწორდება. აღნიშნული პირობა ჯგუფმა გუბერნიის ადმინისტრაციის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობის სამსახურის მობილური ჯგუფის წარმომადგენლებს _ რევაზ ჯანელიძეს და გოჩა ჯაშსაც მისცეს, რომლებმაც "ხარისხიანად ჩაბარებული" ობიექტების ხარისხი ჩვენთან ერთად გადაამოწმეს, მათი უხარისხობაც აღწერეს, ჯგუფის წევრებს კი შენიშვნები და რეკომენდაციები მიაწოდეს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"როდის ჩამომენგრევა ჭერი თავზე, არ ვიცი!"

აღმოაჩინეს დედამიწის ახალი რადიაციული სარტყელი

ყველა სიახლე

სამართალი

ოზურგეთში 75 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა

22:44; 12.12.2025
ზაფრანი

ხვალ, 13 დეკემბერს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს ნიშანი

19:43; 12.12.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

19:28; 12.12.2025
სამართალი

სისხლიანი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

18:09; 12.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

17:17; 12.12.2025
ფინანსები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6 909 602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 59% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

17:05; 12.12.2025
სამართალი

ავარია ქობულეთში _ ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

16:59; 12.12.2025
ფინანსები

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 1 685 პენსიონერს ან მის მემკვიდრეს შეეხება

16:37; 12.12.2025
საზოგადოება

ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

16:28; 12.12.2025
საზოგადოება

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

16:00; 12.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:40; 12.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთში

15:00; 12.12.2025
ფინანსები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

14:23; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12.12.2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო