"დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის გარეთ მუდმივად ღარიბი იქნება" – BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება კანცლერმა ჯორჯ ოსბორნმა გააკეთა.
ოსბორნის ინფორმაციით, ევროკავშირის დატოვების შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ოჯახების ბიუჯეტი 6%-ით შემცირდება, რაც 2030 წლისთვის თითოეული ოჯახის ბიუჯეტს ყოველწლიურად 4 300 გირვანქა სტერლინგით დააზარალებს.
როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვების შესახებ რეფერენდუმი 23 ივნისს გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მიგრანტების კრიზისით წარმოქმნილმა პრობლემებმა გამოიწვია.