https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გადარჩენილი ოშკი და იშხანი თურქული ოკუპაციის ცოცხალი ძეგლის სანაცვლოდ

16:05; 16.05.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქმე ის გახლავთ, რომ თურქეთისა და საქართველოს კულტურის სამინისტროებს შორის მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ხელშეკრულება ჯერჯერობით ისევ არ გამხდარა საჯარო, თუმცა ცნობილია, რომ საუბარია იშხანისა და ოშკის რეაბილიტაციაზე, ახალციხეში არსებული ახმედიეს მეჩეთის რეაბილიტაციისა და ბათუმში აბდულ-აზიზის სახელობის მეჩეთის ხელახლა აშენების სანაცვლოდ. ასევე ცნობილია, რომ აღდგენილ კულტურულ ძეგლებს მხოლოდ და მხოლოდ კულტურული ცენტრების, მუზეუმების ფუნქცია ექნებათ და მათში რელიგიური რიტუალები არ ჩატარდება.

ჯერ ისე ხელმოუწერელმა ხელშეკრულებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და არაერთი დაპირისპირებული მხარეც გამოკვეთა. ერთი მხრივ _ საპატრიარქო და ქართველი მუსულმანები ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგ, მეორე მხრივ _ ხალხი, რომელიც აჭარის ერთი რიგითი დამპყრობლის სახელობის მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგება და მესამე _ ისტორიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ სულთანი აბდულ აზიზი არათუ ტირანი, არამედ, ერთი უნიათო მმართველი იყო. როგორიც არ უნდა იყოს მათი მოსაზრება, ყოველი მათგანისთვის პასუხი ერთია: გადაწყვეტილება მიღებულია და მისი აღსრულება, სავარაუდოდ, ხელშეკრულების გაფორმებიდან მალევე დაიწყება. თუმცა, ვიდრე დაიწყება, თვალი გადავავლოთ ისტორიას: აბდულ-აზიზის სახელობის მეჩეთი ბათუმისთვის რიგით მეოთხე იყო. ისტორიული ცნობების მიხედვით, 1863 წელს სულთანმა აზიზმა გამოსცა ფირმანი ბათუმში მეჩეთის აშენების თაობაზე. აქედან 5 წლის შემდეგ, ბათუმის ნავსადგურის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (დღევანდელი გამსახურდიას და გოგებაშვილის ქუჩების კვეთა) აშენდა ქვის მეჩეთი, რომელიც აზიზიეს ჯამეს სახელწოდებით იყო ცნობილი. აზიზიეს მეჩეთი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაანგრიეს. დღეს ამ ადგილას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა სასაფლაო და საცხოვრებელი სახლებია. შესაბამისად, მეჩეთის აშენების ადგილი ხელშეკრულების ერთ-ერთი საგანი უნდა იყოს.

“აზიზიეს მეჩეთი, რომელიც დღეისთვის მთლიანად განადგურებულია და მუსლიმი ქართველებისთვის მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, აღდგენილი იქნება ისტორიული მასალების მიხედვით და მისი რეკონსტრუქციის ადგილის განსაზღვრა საქართველოს მხარის პრეროგატივას წარმოადგენს. მთავრობებს შორის შეთანხმება გულისხმობს აღდგენილი ძეგლების ფუნქციონირებას კულტურულ ძეგლებად,” _ ნათქვამია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ჯერ-ჯერობით სულ ესაა, რაც ხელშეკრულების შესახებ ვიცით. ალბათ, ესაა მიზეზი იმისა, რომ ოშკისა და იშხანის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქო მაინც ეწინააღმდეგება ამ ხელშეკრულების ამ სახით გაფორმებას, მეტიც, მას ცალსახად უკანონოს უწოდებს და ხელისუფლებას საპატრიარქოს აზრის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება ორ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს თურქეთისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის და ეს ხდება საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) უხეში დარღვევით. საქართველოს საპატრიარქო, რომელიც არის ყველა ქართული ეკლესია-მონასტრის მესაკუთრე, არ იყო და არ არის ჩართული ოფიციალურ მოლაპარაკებებში. მიუხედავად ამისა ჩვენ, ჩვენი პრინციპული, მაგრამ ამავე დროს კონსტრუქციული პოზიცია ყოველთვის გვქონდა,” _ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

საპატრიარქო ბათუმში აბდულ-აზიზის მეჩეთის აგების სანაცვლოდ, ლაზეთის მხარეში ბაზილიკის აშენების ნებართვას და მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს.

“თუ ამის გახორციელება რაიმე მიზეზით თურქული მხარისთვის მიუღებელია, მაშინ ჩვენთვისაც ყოვლად მიუღებელია ოშკისა და იშხანის გადარჩენის საბაბით აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა,” _ ვკითხულობთ იმავე განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ განცხადებითვე უპასუხა და აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქო, ისევე როგორც ზოგადად კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობით დაინტერესებული საზოგადოება, მუდმივად საქმის კურსში იყვნენ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.

“საპატრიარქოს აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მომავალშიც სამინისტრო მზად არის ყველა დაინტერესებულ მხარეს სრული ინფორმაცია მიაწოდოს,” _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც კულტურის სამინისტრომ 10 თებერვალს გაავრცელა.

მეორე მიზეზი, რომელიც საპატრიარქოს პოზიციას ამყარებს, ის გახლავთ, რომ ასეთი ქმედებით ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის ურთიერთობის დაძაბვა.

საპატრიარქოს პოზიციას სოლიდარობა გამოუცხადეს აჭარაში მცხოვრებმა მუსულმანებმა, რაც, ერთი მხრივ, 4 მარტს ახალგაზრდა იუნკერების სასაფლაოზე აღვლენილ სამეუფეო წირვაზე დასწრებით გამოხატეს, მეორე მხრივ, კი პრეზიდენტს განცხადებით მიმართეს, რომელსაც ორასამდე აჭარის მკვიდრი ქართველი მუსულმანის ხელმოწერა ერთვოდა თან. მათ აღნიშნეს, რომ მიზეზი, თითქოსდა აბდულ-აზიზის მეჩეთი ქართველი მუსულმანებისთვის მნიშვნელოვანია, უადგილოა და რელიგიით სპეკულირებად უნდა შეფასდეს.

“დღითიდღე რთულდება და იძაბება დამოკიდებულება ქრისტიან და მუსულმან ძმებს შორის, რაც, დღემდე ჩვენი წინა თაობის გონიერებით არ ყოფილა და არც ჩვენ დავუშვებთ. ჩვენთვის ძვირფასია ოშკი და იქ არსებული ისტორიული კულტურის ძეგლები, მაგრამ მათ სანაცვლოდ ვერ დავაყენებთ ეჭვქვეშ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ ცნობიერებას და ქრისტიან და მუსულმან ძმებს შორის მშვიდობიან თანაარსებობას. ამ გზაზე კი მთავარი პოზიცია უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება, რომლის წინაშეც ყოველგვარი პროვოკაცია უძლურია,” – ნათქვამია განცხადებაში.

განმცხადებლების მთავარი მოთხოვნა აჭარის მკვიდრი ქართველი მუსულმანების აზრის გათვალისწინება და ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა გახლდათ.

ქართველი მუსულმანების პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა აჭარის მუფთმა ჯემალ პაქსაძემ. ჩვენთან საუბრისას მან დააზუსტა, რომ ერთადერთი მიზეზი რის გამოც შესაძლოა მეჩეთის აშენებას მიემხროს, ისაა რომ ბათუმში არსებული ერთადერთი ორთა ჯამე მრევლს ვერ იტევს, რაც ცუდ ამინდში განსაკუთრებულ სირთულეებს ქმნის. თუმცა იქვე დაამატა, რომ თუ აჭარას კიდევ ერთი სალოცავი სჭირდება, თავად ხალხი ააშენებს და ამ საკითხის პოლიტიზირება საშიში და არასწორია.

“ჩვენ ქართული თვითშეგნებისა და მენტალიტეტის ხალხი ვართ, ქართული ვედრებები გვაქვს. საქართველოში რელიგიური მრწამსის გამო დევნა არასოდეს ყოფილა და იმედს ვიტოვებ, ღმერთის წყალობით ყველაფერი იქნება კარგად,” – გვითხრა დასასრულს აჭარის მუფთმა.

“ეს რას ჰგავს იცით? გემში ცხოვრობდე და გემს ტეხავდე,” _ განაცხადა “აჭარა პ.ს”-თან საუბრისას აჭარის ყოფილმა მუფთმა მაჰმუდ ქამაშიძემ და მრევლს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

“მრევლს ვეტყოდი იმას, რომ ძალიან სათუთად მოეპყრონ ამ საკითხს. სათუთი საქმეა. ნუ აჰყვებიან პოლიტიკას, ნუ აჰყვებიან ჭორებს და ხალხს შეცდომაში ნუ შეიყვანენ, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში თვითონაც მოხვდებიან და საზოგადოებაც. არ ავყვეთ პოლიტიკას ხალხო, არაა ჩვენი საქმე პოლიტიკა. შენ თუ შენს ღმერთს შენს გულში ტაძარს აუშენებ, ამაში ხელის შეშლა არავის არ აქვს, (სტილი დაცულია)”, _ ვკითხულობთ ინტერვიუში.

ხელშეკრულების გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება თურქული პრესაც. სტატია, სათაურით “ალაჰის ნებით ბათუმში აზიზის სახელობის ჯამე აშენდება”, “აჭარა პ.ს”-მა გამოაქვეყნა.

“საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში, აზიზის სახელობის მეჩეთის აშენებას დიდი კულტურული მნიშვნელობა გააჩნია. კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებით, ეს არის ორ ქვეყანას შორის თანამეგობრობისა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი პირობა და საფუძველი,” _ ვკითხულობთ სტატიაში, სადაც არაფერია ნათქვამი სულთნის საქართველოსთან დამოკიდებულებაზე. ეს კი ქართველებისთვის ხელშეკრულების კრიტიკის მთავარი საფუძველია.

“ის აჭარის სისხლიანი დამპყრობელი იყო. რაც შაჰ-აბასი, თემურ-ლენგი ან მურვან ყრუა, მსგავსი ამაოხრებელი. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ოკუპანტი იყო აზიზიე. როგორი მისაღებია რომ შენი დამპყრობის მეჩეთი საგანგებოდ აგიშენონ?! ” – განაცხადა 4 მარტს სამეუფეო წირვაზე ბათუმისა და ლაზეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა.

ყოფილი სახალხო დამცველი, ჟურნალისტი ნანა დევდარიანი ინტერნეტგამოცემაში “საქართველო და მსოფლიო” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სახელწოდებით “აზიზიეს მეჩეთი _ თურქული ოკუპაციის ცოცხალი ძეგლი”, წერს: “თბილისში სააკაშვილის მიერ გახსნილი ოკუპაციის მუზეუმის მთელი ექსპოზიცია რუსეთს ეხება, თითქოს საქართველოს მეტი დამპყრობელი არ ენახოს! აჭარა, რომელიც სწორედ რუსული სამხედრო კამპანიის შედეგად დაუბრუნდა დედასამშობლოს, აზიზიეს მეჩეთის აღდგენის შემთხვევაში თურქული ოკუპაციის ცოცხალ ძეგლს მიიღებს.”

“ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს _ ოშკი ჩამოქცევის პირას არის, იშხანი ასე თუ ისე უკეთეს მდგომარეობაშია, თუ ამას უკეთესობა ჰქვია. ჩვენ ხომ დაზღვეულნი არ ვართ მიწისძვრისგან, დიდთოვლობისგან და სხვა ტიპის ჩარევებისგან,” _ აღნიშნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა ბუბა კუდავამ.

როგორც ხედავთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი აზრი და მხარე არსებობს, თავისი არგუმენტებით და კონტრ-არგუმენტებით, თუმცა როგორც ჩანს, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და აღარაფერი შეიცვლება.

“კომენტარი არაერთხელ გაკეთდა. უბრალოდ, ადგილი ჯერ შერჩეული არ არის, მაგრამ ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლები რომ უნდა გადარჩეს და ასევე ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობა რესტავრირებული უნდა იყოს, ამაში მგონი ორი აზრი არ არსებობს… რას ჰქვია პროტესტი?! შეთანხმება მიღწეულია,” _ განაცხადა გაზეთ “რეზონანსთან” საუბრისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახურის უფროსმა ნათია მურაჩაშვილმა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4 თებერვალი, 2026

"პრესკონფერენციაზე არასდროს ვსვამ ისეთ კითხვას, რომ მერე შემრცხვეს მისი გამოჩენა..."

გულუა სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს

ყველა სიახლე

ზაფრანი

2026 წლის თებერვალი ზოდიაქოს 3 ნიშნის წარმომადგენლებისათვის ცხოვრების ახალ თავს გახსნის – ასტროლოგები ასახელებენ

20:05; 4.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:04; 4.02.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

16:12; 4.02.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საპატიმრო გირაო პატიმრობით შეუცვალა

15:45; 4.02.2026
საზოგადოება

იოსელიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა

15:23; 4.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: არც ერთი უნივერსიტეტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული, ეს არის ჩვენი მიდგომა, უნივერსიტეტების პოლიტიზება იყო წინა ხელისუფლების ხელწერა

15:05; 4.02.2026
სამართალი

ჩხრეკა ვაგონ სარემონტო ქარხანაში – პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

14:37; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

14:07; 4.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა

13:22; 4.02.2026
საზოგადოება

სიახლე აბიტურიენტებისთვის!

12:53; 4.02.2026
ფინანსები

თიბისი: ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ, ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს  

12:32; 4.02.2026
საზოგადოება

ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო, თუმცა პაციენტი არ მიატოვა, საოპერაციო მაგიდაზე 23 წლის ბიჭი იწვა… – ოპერაციის შემდეგ ექიმი გარდაიცვალა

11:46; 4.02.2026
პოლიტიკა

,,ვრწმუნდები, რომ დიდი შეცდომა დავუშვით ვარდების რევოლუციის შემდეგ” – სააკაშვილი

11:36; 4.02.2026
საზოგადოება

რა შემთხვევაში აეკრძალება მასწავლებელს სკოლაში მუშაობა 3 წლით

11:29; 4.02.2026
მსოფლიო

სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

10:31; 4.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო