ინგლისური კლუბის – "რედინგის" რუსი მფლობელის, მულტიმილიონერ ანტონ ზინგარევიჩის მეუღლე, "ვიქტორია სიქრეტის" ყოფილი მოდელი კატია ზინგარევიჩი, სპორტული კლუბების მფლობელთა ცოლებს შორის კვლავ ყველაზე სექსუალურ მეუღლედ დასახელდა.
25 წლის კატია ზინგარევიჩი უკონკურენციო რომ არის, ამას მისი ბოლო დროის რამდენიმე ცხელ-ცხელი ფოტოსესია მოწმობს, სადაც გრძელფეხება რუსი ლამაზმანი რეკლამას უკეთებს სხვადასხვა ბრენდის ქალის თეთრეულს.
"რედინგის" მფლობელი ანტონ ზინგარევიჩი საკმაოდ შეძლებული ადამიანია, თუმცა, როგორც ჩანს არ უყვარს ფულის ხარჯვა ახალი ფეხბურთელების შეძენაში.
მიმდინარე სეზონში მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონატის „ჩემპიონშიპის“ დივიზიონში ასპარეზობს, სატურნირო ცხრილის მე-15 პოზიციაზე იმყოფება და პრემიერლიგაში აღზევების ყოველგვარი შანსი უკვე დაკარგული აქვს.