ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 329 დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა "თალიბანმა" აიღო.
როგორც ცნობილია, ტერაქტი ქაბულის იმ რაიონში მოხდა, სადაც ავღანეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა ძალოვანი უწყებების შენობებია განლაგებული, ტერორისტებმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 1 კილომეტრის რადიუსში ფანჯრები დაიმსხვრა.
როგორც ცნობილია, აფეთქების ადგილიდან რამდენიმე მეტრში პრეზიდენტის სასახლე მდებარეობს.
მაუწყებლის ცნობით, ტერაქტამდე ერთი კვირის წინ მოძრაობამ განაცხადა, რომ გაზაფხულზე მასშტაბურ შეტევებს განახორციელებდა.