ლანჩხუთში 40 წლამდე მამაკაცმა კ.წ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა, რა დროსაც კ.წ-მ სხეულზე სასიკვდილო დაზიანებები ცივი იარაღით საკუთარი ხელით მიიყენა. შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა გარდაცვლილის დედა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.