სანამ ცნობილი გახდებოდა, სილვესტერ სტალონე ზოოპარკში მუშაობდა და ლომის გალიას ალაგებდა.
"როკის" სცენარი სილვესტერ სტალონემ დაწერა ოთახში, რომელსაც არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა, ამასთან, იგი იაფფასიან სიგარეტს, "ტრემპს" ეწეოდა.
სილვესტერ სტალონეს ბრალად ედებოდა უკანონო სამედიცინო პრეპარატების შეტანა ავსტრალიის ტერიტორიაზე. საუბარი იყო კუნთოვანი მასის გაზრდის ჰორმონებზე, რის გამოც სტალონეს 18 ათასი დოლარი ჯარიმის გადახდა მოუხდა.
სილვესტერ სტალონე ცაციაა.
სილვესტერ სტალონე ემიგრანტების ოჯახში დაიბადა: მამამისი იტალიელი იყო, ხოლო დედა ოდესელი ებრაელი.
სკოლის დამთავრებამდე სილვესტერ სტალონემ ათამდე სასწავლო დაწესებულების გამოცვლა მოასწრო. ყველა სკოლიდან მას ცუდი ხასიათისა და ხულიგნობის გამო აგდებდნენ.
სილვესტერ სტალონეს მეტსახელია "სლაი", თუმცა, პორნოგრაფიულ ფილმებში თამაშის დროს მას "იტალიელი კვიცის" სახელით იცნობდნენ.
პირველი ფილმი სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით ეკრანებზე 1970 წელს გამოვიდა, ეს იყო პორნოგრაფიული ჟანრის "წვეულება კიტისთან და სტადთან". "როკის" წარმატების შემდეგ, 1976 წელს, სტალონეს პორნოფილმი ხელმეორედ გამოვიდა ეკრანებზე, ამჯერად – "იტალიელი კვიცის" სახელწოდებით.
"როკი 4-ის" გადაღებების დროს სტალონემ რამდენიმე დღე გაატარა ჰოსპიტალში. მისმა პარტნიორმა დოლფ ლუნდგრენმა მას ტრავმა მიაყენა: გადაღებების დროს სტალონე ლუნდგრენს რეალობასთან მაქსიმალურად დაახლოებული დარტყმების განხორციელებას სთხოვდა კადრში და იმ დროისთვის ევროპის ჩემპიონმა კონტაქტურ კარატეში მთელი ძალით დაუშინა მუშტები სლაის. სტალონემ მადლობა გადაუხადა ლუნდგრენს თავგანწირვისთვის, თვითონ კი გატეხილი ნეკნის სამკურნალოდ, რამდენიმე დღით დაწვა საავადმყოფოში.
ფილმისთვის "როკი" სტალონეს ჰონორარი 23 ათას დოლარს შეადგენდა, დანარჩენ ფილმებში მან შემდეგი ჰონორარები აიღო: "რემბო: პირველი სისხლი" – 3,5 მილიონი დოლარი; "მთელი ძალით" – 12 მილიონი; "რემბო 3" – 16 მილიონი; 'ტანგო და კეში' – 15 მილიონი; "მთამსვლელი" – 15 მილიონი; "დღის სინათლე" – 17,5 მილიონი; "პოლიციელები" – 60 ათასი; "კარტერის ლიკვიდირება" – 20 მილიონი; "შეუჩერებელნი 2" – 15 მილიონი.
ფილმ "მთამსვლელის" გადაღებების დროს, კასკადიორმა საიმონ კრეინმა კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი საჰაერო ტრიუკი შეასრულა – 4 752 მეტრ სიმაღლეზე ის ერთი თვითმფრინავიდან მეორეში გადახტა. ტრიუკი პირველივე დუბლიდან შესრულდა. სილვესტერ სტალონემ თავისი ჰონორარიდან კასკადიორს ერთი მილიონი დოლარი გადაუხადა და მოთხოვნა წაუყენა პროდიუსერებს, რომ ეს კადრი ფილმში მოხვედრილიყო.