"ოკლაჰომა-სითი" აშშ-ის საკალათბურთო ასოციაციის წლევანდელ სეზონში წარმატებულად ასპარეზობს.
კლუბი ფლეი-ოფშია გასული და ამჟამად ზაზა ფაჩულიას "დალასს" უპირისპირდება.
სპორტული თვალსაზრისით, წარმატების გარდა "ოკლაჰომას" მოულოდნელი ქომაგებიც გამოუჩნდნენ, ამერიკელი პორნოვარსკვლავები – ჯესი ჯეინი და ბიბი ჯონსი.
ორივე პორნოვარსკვლავი წარმოშობით ოკლაჰომელია და თავიანთ "ტვიტერში" პერიოდულად თამამ ფოტოებს ათავსებენ, სადაც "ოკლაჰომას" მაისურით პოზიორობენ.