რუსული მასმედიის მტკიცებით, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადა, რომელიც სტარტს სულ მალე აიღებს, რუსეთის დელეგაციისთვის უალკოჰოლო პროგრამით წარიმართება.
ასეთი ბრძანება მიიღო რუსეთის დელეგაციის მეთაურმა მთავრობის ზედა ეშელონებიდან.
კულუარებში საუბრობენ, რომ დალევის აკრძალვის მოთხოვნა, პირადად ვლადიმირ პუტინისგან მოდის, რომელიც სპორტსმენებისგან ოქროს მედლების დიდ რაოდენობას ითხოვს.