საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიისთვის მთიან ყარაბაღში მშვიდობის შენარჩუნება, _ NEWS.AZ-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს გააკეთა.
მაუწყებლის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს საქართველოში მშვიდობიანი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.
"მე რამდენიმე განცხადება გავაკეთე მთიან ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ. ამ კონფლიქტმა შეიძლება მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე უარყოფითად იმოქმედოს. ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის მთიან ყარაბაღში მშვიდობის შენარჩუნება და მხარეებს ვთავაზობთ, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები საქართველოში გამართონ. ვიმედოვნებთ, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდება,"_ განაცხადა კვირიკაშვილმა.