THE DAILYMAIL-ის ინფორმაციით, ასპირინმა შესაძლოა კიბოსთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
კარდიფის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ასპირინი სარძევე ჯირკვლის, ნაწლავის და პროსტატის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილის შანსებს ამცირებს.
მკვლევარ პიტერ ელვუდის განცხადებით, ასპირინი უკვე ცნობილია, როგორც პრეპარატი, რომელიც კიბოს განვითარებას აჩერებს და გულს დაავადებებისგან იცავს. მთავარია ადამიანმა იცოდეს მისი სასარგებლოდ გამოყენება, რადგან წამალს სერიოზული გვერდითი ეფექტებიც აქვს.
"ჩვენი ვარაუდი ხელმისაწვდომ მტკიცებულებას ეფუძნება, რის მიხედვითაც ყოველდღიურად ასპირინის მცირე დოზებით მიღების მეშვეობით კიბოთი დაავადებული პაციენტების სიკვდილიანობა 15-დან 20 %-მდე შემცირდა,"_განაცხადა ელვუდმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მათ მიერ მოპოვებულ აღმოჩენას დეტალური კვლევა სჭირდება.
"ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ კიბოს დიაგნოზით დაავადებულ პაციენტებს, თუ გადაწყვეტენ ჩვენი დასკვნების მიხედვით მკურნალობის კურსში ასპირინის მცირე დოზების დამატებას, ამის შესახებ ექიმს შეატყობინონ,"_ამბობს მკვლევარი.
როგორც ცნობილია, ასპირინს შეიძლება სერიოზული გვერდითი მოვლენები ჰქონდეს, როგორიცაა შიდა სისხლდენა.
































































