დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს დღეს 90 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ქუჩებში მოსახლეობა დედოფლის გასეირნებასა და სამეფო იარაღიდან სალუტების სროლაში მონაწილეობის მისაღებად გამოვიდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, უელსის პრინცმა რადიოს ეთერში სპეციალურად ჩაწერილი უილიამ შექსპირის „ჰენრი მერვეს“ რედაქტირებული ამონარიდი წაიკითხა, ხოლო დედოფალს სეირნობის დროს დაბადების დღის მისალოცად ნამცხვრის ჩემპიონატში გამარჯვებულმა ნადია ჰუსეინმა ტორტი მიართვა.
როგორც ცნობილია, დედოფალს, რომელმაც 6.3 კილომეტრი გაისეირნა და 63 მნიშვნელოვანი ადგილი მოინახულა, გვერდს ედინბურგის ჰერცოგი უმშვენებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბილიკი, რომელზეც დედოფალმა გაისეირნა 2015 წლის 9 სექტემრის თარიღის გახსენებას უკავშირდებოდა, როდესაც დედოფალმა ელისაბედმა დედოფალი ვიქტორიას დედოფლობის ხანგრძლივობას გადაუსწრო, რომელიც ტახტზე 63 წლისა და შვიდი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.
"მე მინდა საუკეთესო სურვილები გავუგზავნო მათ ვისაც დღეს 90 წელი შეუსრულდა," _ განაცხადა დედოფალმა.
როგორც ცნობილია, დღის ბოლოს დედოფალი სიმბოლურად უინძორში შუქურებს აანთებს.