თბილისში, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასა და 5 დეკემბერის ქუჩაზე ძლიერი ქარის შედეგად ხეები და განათების ბოძი წაიქცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანდა "მერსედესისა" და "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილები.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შემთხვევის დროს მძღოლები მანქანებში ისხდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური.