საფეხბურთო კლუბ "გურიას" სამი უცხოელი ფეხბურთელი გაეპარა. ჩვენი ინფორმაციით ფეხბურთელებმა გრიგოლეთში განთავსებული ბაზა ორი დღის წინ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დატოვეს. კლუბის პრეზიდენტის ზაზა ურუშაძის თქმით, ამის გამო ფეხბურთელებს სანქციები დაეკისრებათ:
_ ბაზიდან არ გაპარულან. ბათუმში ჰქონდათ ბინა ნაქირავები და იქიდან წავიდნენ. ახლა ვიყავი ფეხბურთის ფედერაციაში და ამის გამო სამივეს 5-წლიან დისკვალიფიკაციას მისცემენ, _ გვითხრა ურუშაძემ.
მისივე თქმით, გაქცეულ ფეხბურთელებს ხელფასები გადახდილი ჰქონდათ:
_ მათ მიმართ კლუბს არანაირი დავალიანება არ გააჩნია. ხელფასებიც გადახდილი იყო. წასვლის ზუსტი მიზეზი არ ვიცით. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ახლა უკან დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა, ჯერჯერობით, არ ვიცი რას ვიზამთ, _ დასძინა ურუშაძემ.