ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების ფორვარდის მეუღლემ, კოლინ რუნიმ, რეტროს სტილში მოწყობილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელ "ლითლვუდის" ორგანიზებით ჩატარდა.
საინტერესოა რომ ანალოგიური სახის ღონისძიებაში კოლინი ორი წლის წინათაც მონაწილეობდა.
ფეხბურთელის მეუღლემ გასული საუკუნის 60-80-იანი წლების ტანსაცმელი მოირგო და სადღესასწაულო კატალოგისთვის იპოზიორა.
ინგლისელი ჟურნალისტების დაკვირვებით, ბოლო დროს კოლინი ძალზე გააქტიურდა მოდის ინდუსტრიაში და, მოსალოდნელია, რომ უეინ რუნის მეუღლე ახლო მომავალში საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას აპირებს.