ბულგარული ფეხბურთის ლეგენდა, 50 წლის ხრისტო სტოიჩკოვი სკანდალში გაეხვია.
ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში იმყოფებოდა.
ჩიკაგოს ისტორიული მუზეუმის დათვალიერებისას ფეხბურთელს ერთ-ერთი ჟურნალის რეპორტიორი მიუახლოვდა და ინტერვიუს ჩაწერა სთხოვა, რაზეც სტოიჩკოვისგან მუშტი მიიღო სახეში.
თვითმხილველთა თქმით, გაოგნებული რეპორტიორი არ მოელოდა ფეხბურთელის ასეთ ქცევას და სასამართლოში ჩივილს აპირებს.
სტოიჩკოვის მსგავსი ქცევა მოულოდნელი არ არის. სტოიჩკოვის აგრესია საკუთარ თავზე ბურთის მიმწოდებელმა ქართველმა ბიჭუნამაც განიცადა, როდესაც საქართველო-ბულგარეთის მატჩის დროს, სახელოვანმა ფეხბურთელმა პატარა ბიჭს წყალი შეასხა.