"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატების წარდგენა ოზურგეთში ხვალ შედგება. შუალედურ არჩევნებში დაბა ნასაკირალში ნონა ტუნაძე არის წარდგენილი, ხოლო ქალაქ ოზურგეთში კი ვასილ ჩიგოგიძე.
"ხვალ გეტყვით ყველაფერს, რაც მაქვს სათქმელი. მოხდება ოფიციალურად ჩემი წარდგენა, რის შემდეგ შევუდგები საარჩევნო კამპანიას" – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ვასილ ჩიგოგიძემ.
კანდიდატების წარდგენა დაბა ნასაკირალში და ქალაქ ოზურგეთში შედგება, რომელსაც "ქართული ოცნება დამოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრებიან.