მთივლიშვილმა პოლიციაში შეყვანამდე მოასწრო და დაკავების ფაქტის შესახებ კოლეგებს გააგებინა. მისივე ინფორმაციით, დაკავებისას ის ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის, შოთა უტიაშვილის თქმით, მთივლიშვილი არ დაუკავებიათ.
როგორც გავიგეთ მთივლიშვილს, დაკავებისას “ქართული ოცნების” წარმომადგენელი რუსუდან სისაური ახლდა, რომელიც აცხადებს რომ მთივლიშვილი ამ დრომდე მცხეთ-მთიანეთის პოლიციაში იმყოფება.
მომხდარის კურსშია სახალხო დამცველიც.