საქართველოს საჯარო სკოლებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 5 დღიანი არდადეგები 28 აპრილს დაიწყება და 4 მაისამდე გაგრძელდება.
მეცადინეობა შეწყდება მომდევნო კვირის ოთხშაბათს და განახლდება ოთხშაბათს, 4 მაისს.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ სასწავლო პროცესის შეწყვეტისა და განახლების თარიღს.
სახელმწიფო საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდება 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით.