UKRAINE TODAY-ის ინფორმაციით, მარიუპოლსა და სჩასტიაში საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტულმა ძალებმა მსხვილ კალიბრიანი ნაღმმტყორცნი იარაღები გამოიყენეს, რაც მინსკის შეთანხმების მიხედვით აკრძალულია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, სტეფან პოლტორაკის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მართულ კონფლიქტს, მოსაგვარებლად შესაძლოა წლები დასჭირდეს.
მისივე თქმით, დონბასში რუსეთის ათასობით ჯარისკაცი იმყოფება.
"დონბასში რუსეთის 7 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომლებიც მიზნად ისახავენ უკრაინელების პროვოცირებას, რათა გახსნან საპასუხო ცეცხლი,"_განაცხადა პოლტორაკმა.
































































