შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ ხელისუფლების სოციალური პროგრამის “ლოგიკური” შედეგი არის ის, რომ დღეს სოფლად ყველაზე მდიდარი ადამიანი პენსიონერია: _ სამწუხაროდ, ადამიანებისთვის პენსია დღევანდელ სოფელში იქცა ყველაზე “დიდ” შემოსავლად და თითქოს პარადოქსულია, მაგრამ როცა სოფლებში პატარა ბავშვს ეკითხები, რა გინდა გამოხვიდეო, გპასუხობენ _ პენსიონერიო. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების სოციალური პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ ადამიანები მხოლოდ პენსიონერობაზე ოცნებობენ, ერთი სული აქვთ როდის მიაღწევენ საპენსიო ასაკს და 110-ლარიანი შემოსავალი გაუჩნდებათ, _ თქვა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ლევან კალანდაძემ.
“მემარჯვენეები” ხელისუფლებას სოციალური და სამედიცინო პრიორიტეტების გადახედვისკენ და პარტიის პროგრამის სოციალური ინიციატივების გაზიარებისკენ მოუწოდებენ, რაც სოფლად მუდმივად მცხოვრები ყველა მოქალაქის სამედიცინო დაზღვევის პოლისებით უზრუნველყოფას, უმწეოთა სტატუსის მინიჭების პროცედურების გამარტივებას, სარეიტინგო ქულების გაზრდას და ამ პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას გულისხმობს.