ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში 250 სამშვიდობო ჯარისკაცს აგზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ მიიღო.
როგორც ობამამ BBC-სთან საუბრისას აღნიშნა, სირიაში სამხედრო ძალების გაგზავნა შეცდომა იქნება.
"სირიაში გრძელვადიანი პრობლემების გადაწყვეტას მხოლოდ სამხედრო დანაყოფების შეყვანა ხელს ვერ შეუწყობს,"_განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში კონფლიქტის შედეგად, რომელიც უკვე 5 წელია გრძელდება 250 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 11 მილიონი იძულებით გადასახლებაშია.