საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფრანგულ რადიოსადგურს "RFI – Radio France Internationale" ვრცელი ინტერვიუ მისცა, საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა:
"საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება-განმტკიცება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ორმხრივი კავშირების განვითარებასაც საკვანძო როლს ვანიჭებთ.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება, თუნდაც შორეულ მომავალში, საქართველოს დიდ მიზანს წარმოადგენს“, _ აღნიშნა პრეზიდენტმა.
გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნულია, რომ გიორგი მარგველაშვილმა პირადი საუბრის დროს მის "უცნაურ ჰობზე ისაუბრა"
"გიორგი მარგველაშვილმა პირადი საუბრის დროს თქვა, რომ მას საკმაოდ უცნაური ჰობი აქვს _ უყვარს ქსოვა. ეს იმით ახსნა, რომ დრამატული ძალისხმევა დაჭირდა გადაჩვეოდა თამბაქოს მოწევას და შეეცადა ქსოვით გართულიყო.
"მაგრამ ეს უშედეგოა, არ მუშაობს“, _ გააფრთხილა მან მწევლები" _ ვკითხულობ ინტერვიუს რეზიუმეში.