იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დავით ჯანდიერის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში, "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებოთ მიმდინარე პროცესები ძალიან ცუდი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.
როგორც ჯანდიერმა პროცესის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თქმის საფუძველს პროცესის დაჩქარებული ტემპი აძლევს.
"მოვედით იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატოთ "რუსთავი 2"-ის მიმართ. მიგვაჩნია, რომ პროცესი, რომელიც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს, უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე და არავითარი კითხვის ნიშნები არ დარჩეს. თუმცა, ის დაჩქარებული ტემპი, რომელსაც ვაკვირდებით, საკმაოდ ცუდი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. ყველა უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. თუმცა, ამის არავითარი შანსი არ არსებობს. ეს არის ილუზია იუსტიციის საბჭოს პირობებში. ილუზია იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა არ მოხდებოდა, ჩვენ არ გაგვაჩნია", _ განაცხადა ჯანდიერმა.