ცოტა ხნის წინ იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, სილვიო ბერლუსკონიმ, მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო რეკლამაში, რომელშიც იტალიის მოქალაქეებს მშობლიურ კურორტებზე დასვენებისკენ მოუწოდა.
30-წამიანი სარეკლამო რგოლის ხილვა იტალიის ტურიზმის სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ ბერლუსკონიმ პირველად მიიღო ტურისტული სეგმენტის რეკლამირებაში მონაწილეობა, ხოლო თვითონ რგოლში იტალიას იგი ცის, ზღვისა და მზის სამშობლოდ მოიხსენიებს.