საქართველოს საყოველთაო აღწერის შედეგები უკვე ცნობილია. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად გურიაში 113 350 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 31 904 ქალაქში, ხოლო 81 446 ადამიანი სოფელში არის დაფიქსირებული.
ქალაქი ოზურგეთი – 14 785, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 31 486, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 48 078, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 19 001.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან(4 371 535 კაცი) შედარებით 15 პროცენტით (657 731 კაცი) ნაკლებია. 2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623 კაცი, ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 591 181 კაცი.
შემცირება უფრო მეტად სოფლის მოსახლეობამ განიცადა: სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის კლებამ 23,7 პროცენტი, ხოლო ქალაქის მოსახლეობის კლებამ 7,1 პროცენტი შეადგინა. შედეგად, წინა აღწერებთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურაც: ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 4,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 57,2 პროცენტს გაუტოლდა.