IRI-ს გამოკითხულთა 45% ფიქრობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში უმუშევრობაა.
17% მთავარ პრობლემად საერთო ეკონომიკური ვითარებას ასახელებს, 14% კი _ ტერიტორიული მთლიანობის კუთხით არსებულ პრობლემებს.
კვლევის თანახმად, სოფლად მცხოვრებ ადამიანების გამოკითხულთა 32%-სთვისაც მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, 15%-სთვის გზები, 7%-ისთვის სასმელი წყალი, 6%-სთვის კი გაზი.
გამოკითხულთა 35%-ს მთავრობის უპირველეს მიღწევად ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება მიაჩნია, 5%-ს საყოველთაო დაზღვევა, 3%-ს კი ვიზალიბერალიზაცია.