ყვარლის სოფელ გავაზში უხვმა ნალექმა მდინარე ფატმასურის ადიდება გამოიწვია, რის გამოც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა.
ჯამში დაზარალებულია 50-მდე ოჯახი. მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე საკუთარი ძალებით უმკლავდება სტიქიას. სოფლის ერთ ნაწილში კი სახანძრო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
ისინი წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებენ.
ადგილობრივების თქმით, სტიქია გაუწმენდავმა სანიაღვრე არხებმა გამოიწვია. ისინი დახმარებას ითხოვენ.
ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები. როგორც მათ განაცხადეს, ადგილზე ზარალის შემსწავლელი კომისია მუშაობს და მიყენებულ ზიანს აღრიცხავს.
წყარო: rustavi2.com