ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 6 მილიონ 326 ათას 495 ლარად გაყიდვის ფაქტზე პირველი კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა.
"მე ვიცნობ პროექტთან დაკავშირებულ დეტალებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი, მხოლოდ გამოადგება ქალაქს და ჩვენს თანამოქალაქეებს.
კანონმდებლობით ყველაფერი წესრიგშია, ყველა პროცედურების დაცვით და სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში მიმდინარეობს პროცედურები,“ _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
აღნიშნული ტერიტორია აქუციონზე დღეს გაიყიდა, თუმცა უცნობია კომპანია, რომელმაც მიწის ნაკვეთი შეისყიდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადი ერთადერთ კომპანიას ჰქონდა შეტანილი _ "ფინსერვისს", რომელიც მათი თქმით ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.