ახალი მოადგილე სოფელ შემოქმედში ცხოვრობს, მაგრამ, რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, ოზურგეთში კი 2010 წელს დაბრუნდა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში და არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი იყო. ლაშა შაფაქიძის დანიშვნის შესახებ “გურია ნიუსს” ინფორმაცია ვიცე-გუბერნატორმა ლელა თავართქილაძემ დაუდასტურა. გუბერნატორის მოადგილის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კახა ასკურავამ ახალი თანამდებობა ჩაიბარა _ ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორად დაინიშნა.
ლაშა შაფაქიძეს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved