ახლო წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი ლოთარ მათეუსი “სუსტი სქესის“ დიდი მოყვარული ბრძანდება. ამჟამად 55 წლის ექს-მოთამაშე მეხუთეჯერ არის დაქორწინებული.
ცოტა ხნის წინ გერმანულ ყვითელ მასმედიაში საინტერესო ინფორმაცია გამოქვეყნდა.
უკრაინელი მოდელი ლილიანა ლოთარ მათეუსთან განშორების შემდეგაც კი ვერ წყნარდება და კვლავ განაგრძობს ექსმეუღლის დისკრედიტაციას პრესის საშუალებით.
ამჯერად ლილიანამ ინტერვიუში განაცხადა, რომ ლოთარი სექსუალური მანიაკია, რომელიც ვერ ახერხებს დაკმაყოფილებას და რომლისთვისაც ერთ ქალთან ყოფნა არ არის საკმარისი.
"მე იგი ფსიქოთერაპევტთანაც კი დამყავდა, რათა მას გადაელახა ეს პრობლემა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. იგი მუდამ მღალატობდა, რადგან ვერ იოკებდა სექსუალურ წყურვილს", – განუცხადა ჟურნალისტებს ლილიან რომელიც ლოთარის რიგით მეოთხე მეუღლე იყო.