ჟურნალისტმა მოითხოვა მისთვის გაეცნოთ შიდაგანაწესი, რომლითაც ღია განხილვისას, სხდომაზე მას ჩანაწერის და პირადი ნივთების, ხოლო ადვოკატს კანონმდებლობის მოშველიების მიზნით, ლეპტოპის შეტანის უფლება არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კონტროლის პალატის შიდაგანაწესის სამსახურის უფროსის, დობორჯგინიძის თქმით, ამგვარი განაწესი ახალი არ არის და მუდამ ამ სახით არსებობდა, თუმცა, დოკუმენტის ვიზუალურად გაცნობისას, ჟურნალისტი ამბობს, რომ შიდაგანაწესის მიღების თარიღად 2012 წლის 12 მარტია მითითებული. ეს დრო სწორედ მოქალაქეთა მასობრივ დაკითხვებს უკავშირდება. ამ ინციდენტისას, ჟურნალისტს დიქტოფონით მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და მისი წართმევაც დაუპირეს. კონტროლის პალატის პრესსამსახურის უფროსი ფატი მამიაშვილი ამბობს, რომ „კარგად იცის „გურია ნიუსის“ სახელი და წინასწარ იცის რა შეკითხვებს დაუსვამენ“, ხოლო დობორჯგინიძის აზრით, შიდაგანაწესის მოთხოვნა “დემაგოგიაა”.
თამარ ლეფსვერიძე მიიჩნევს, რომ მისი როგორც მოქალაქის და ჟურნალისტის უფლებები იზღუდება და პროტესტს აცხადებს დაესწროს სარჩელის განხილვას. ამ წუთებში, სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ჩვენს ინტერესებს იურისტი ნათია კაპანაძე იცავს.