"ქართული ოცნების" დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე გიორგი ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობა არის სექტა, რომლის წევრებიც უნდა გასამართლებულიყვნენ:
"ყველა პარტიამ თავის თავს მიხედოს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის სექტა, რომელიც თავის დროზე უნდა გაგვესამართლებინა და უნდა აკრძალულიყო ჩვენ ქვეყანაში.
მახსენდება ერთი ძველი ანეკდოტი ბოლშევიკებზე და მენშევიკებზე. მაპატიეთ და საქონლის იმას, რომ გადაუარა ურემმა და ცოტა აქეთ დარჩა და ბევრი იქეთ დარჩა. ანუ ორივე ნეხვია, ერთიც _ იქეთ და მეორეც _ აქეთ, რა მნიშვნელობა აქვს სად იქნება ვაშაძე ან მისთანები“ _ განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
წყარო: პირველი რადიო