სწორედ ამ დროს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მრგვალ მაგიდასთან ერთი საათის განმავლობაში მიმოიხილეს ის ფაქტები, რომელიც ამ ბოლო დროს დაფიქსირდა.
კონკრეტულად, ბოლო ორ თვეში, ჟურნალისტებზე ზეწოლის 20 ფაქტი მოხდა, ხელისუფლება კი უარს ამბობს ამ ფაქტების გამოძიებაზე. არ დასჯილა არც ერთი მოძალადე ჩინოვნიკი.
“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” აღმასრულებელმა დირექტორის ლევან ხინთიბიძის და “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის” თავმჯდომარემ მინდია სალუქვაძის თქმით, კარგია, როდესაც ჟურნალისტები სოლიდარობას უცხადებენ ერთმანეთს.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა პლაკატებით კინოთეატრ “გურიას” წინ მდუმარე აქცია მოაწყვეს, რომელიც სულ 20 წუთს გაგრძელდა.