ცესკო-ს კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის, სოფო სიჭინავას ინფორმაციით, გასული წლის მონაცემების მიხედვით, 883 საარჩევნო უბანი შეზრუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულია:
“სულ 3600 საარჩევნო უბანია და აქედან, 2012 წელს მხოლოდ 118 იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ყველაზე მთავარი დაწყება იყო, რომელიც გაგრძელდა და გასული წლის მონაცემებით 883 საარჩევნო უბანი ადაპტირებულია.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ამის ვალდებულება არა აქვს, თუმცა, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, დავიწყეთ კოორდინირებული საქმიანობა პასუხიმგებელ უწყებებთან.
უფრო მეტიც, გასულ წელს ცესკო-ს თავმჯდომარემ გააფორმა სპეციალური მემორანდუმი, რომლითაც განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და ასევე ქალაქ თბილისის მერიამ აიღეს ვალდებულება, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის, რომელიც ოქტომბრის თვეში გაიმართება მაქსიმალურად მეტი საარჩევნო უბანი იყოს ადაპტირებული, _ აღნიშნა სიჭინავამ ოზურგეთში ყოფნისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შეხვედრის დროს.