ეგვიპტის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, სალაჰ აბდელ სადეკის მტკიცებით, ანიმაციური ფილმი "ტომი და ჯერი" ძალადობრივ ხასიათს ატარებს და "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმებთან კავშირი აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას NEWS. AZ ავრცელებს.
მისი თქმით, ანიმაციურ ფილმში მრავლად არის ასაფეთქებელი ნივთიერებები გამოყენებული, რაც ბავშვებს მათი მოხმარებისკენ უბიძგებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვიდეო თამაშები, რასაც ახალგაზრდა მამაკაცები დიდ დროს უთმობენ, მათში ძალადობრივი ქმედების სურვილს აღვიძებს.