გერმანიის ხელისუფლება და ადგილობრივი ავტომწარმოებლები ელექტრომობილის მყიდველებს პრემიას გადაუხდიან.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ელექტრომობილის შეძენის შემთხვევაში, მყიდველს მანქანის ღირებულების ნაწილი – ჯამში 4 000 ევროს ოდენობით აუნაზღაურდება.
3 ათასი ევროს კი ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილების მყიდველები მიიღებენ.
პროგრამაში სუბსიდირების მიზნით გერმანიის მთავრობა 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, პროგრამა მომავალი თვიდან ამოქმედდება და პროგრამის მიზანი 2020 წლისთვის გერმანიაში ელექტრომობილების რაოდენობის სულ მცირე ერთ მილიონამდე გაზრდაა.
დღეისთვის გერმანიაში არსებული 45 მილიონი ავტომობილიდან ელექტრომობილების რაოდენობა დაახლოებით 50 ათასია.
წყარო: icode.ge