რამდენიმე ხნის შემდეგ, მთავარი პროკურატურიდან ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი გამოვიდა, რომელიც აქციას შეესწრო და ჟურნალისტების კითხვებსაც ვერ ასცდა.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, _ როგორია თქვენი შეფასება ჟურნალისტებზე ზეწოლისა და ცემის ფაქტებთან დაკავშირებით, კუბლაშვილმა განაცხადა: _ ყველა შემთხვევაში, ჟურნალისტისთვის ხელის შეშლა არის ის საკითხი, რომელზეც უნდა იყოს განსაკუთრებული რეაგირება. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ყველა ასეთ ფაქტზე რეაგირება იქნება.
_ ჟურნალისტების ცემის ფაქტებთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში შეტანილია განცხადებები, მაგრამ არც ერთ მათგანზე რეაგირება არ არის.
_ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რომელი საქმე რა სტადიაზეა, რა გამოძიება მიმდინარეობს… ეს ის საკითხებია, რომელზეც პროკურატურაში უფრო სწორ და ამომწურავ პასუხს გაგცემენ.
_ დღეს თქვენთან ერთად, აქ, იუსტიციის სამინისტროში, განათლების მინისტრი შაშკინიც იყო მოსული. რასთან დაკავშირებით იყავით სამინისტროში?
_ ჩემთან ერთად არ ყოფილა.