საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის გაერთიანებული სერვისცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლების გამო, ხვალ, 11 მაისს ქალაქს წყლის მიწოდება დღის განმავლობაში შეუწყდება.
სერვისცენტრის ინფორმაციით ამის მიზეზი წყლის სისტემის ახალ ქსელზე დაერთებაა.