თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გათავისუფლებული სამგორისა და გლდანის გამგებლები ისევ რჩებიან მერიის სისტემაში. მან კომენტარი გააკეთა მერიაში მოსალოდნელ გადაადგილებებთან დაკავშირებით.
დავით ნარმანიას თქმით, გამგებლებთან დაკავშირებით შიდა გადაადგილებაა და ორივე გამგებელი თბილისის მერიის სისტემაში რჩება.
"რაც შეეხება კონკრეტულ პოზიციებს, ამაზე განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება. კანდიდატები თბილისის საკრებულოში სამ დღეში იქნებიან წარდგენილი. მიმდინარეობს შესაბამის პროცედურები." – განაცხადა ნარმანიამ.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე აღნიშნავს, რომ გამგებლობის ერთ-ერთი კანდიდატი უკვე შერჩეულია.
გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის ყოფილი გამგებელი ბესიკ ქარცივაძე მერის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.
ბესიკ ქარცივაძე აცხადებს, რომ მერიიდან რამდენიმე შეთავაზება აქვს, თუმცა ამ დროისთვის არ აკონკრეტებს რა თანამდებობებზეა საუბარი.