კომპანია "ჯეოსელი" დღეს შეფერხებით მუშაობს. რამდენიმე რეგიონში კომპანიის მომხმარებლებს სატელეფონო კავშირი შეზღუდული აქვთ.
როგორც კომპანიის პრესსამსახურში გვითხრეს ამის მიზეზი გადამცემის დაზიანებაა:
"მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებამ გამოიწვია გარკვეული შეფერხება დასავლეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში.
ამჟამად ტექნიკური სამსახური ადგილზეა და ახორციელებს საჭირო სამუშაოებს.
შეფერხება უახლოეს საათებში გამოსწორებული იქნება, რის შესახებაც საზოგადოებას დაუყოვნებლივ ვაცნობებთ. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" _ აღნიშნეს კომპანიის პრესსამსახურში