https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ამქვეყნად ყოფნა წამიერი უძილობაა? _ “სიცოცხლის ზარებს ვეპოტინები”

9:05; 12.05.2016
21-ს ქვევით
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეს იყო შემზარავი ტრაგედია _ დედას საოცარი შვილები ჰყავდა, რომელთაგან ჯერ უფროსი, გიორგი მარშანია  ტრაგიკულად დაიღუპა 16 წლის ასაკში, მერე კი, ხუთი წლის შუალედით, 18 წლის ნინო მარშანია ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. ოზურგეთში, დაბა ანასეულში გაზრდილ და-ძმას, განსაკუთრებული ნიჭიერებითა და სილამაზით რომ  გამოირჩეოდნენ, დღემდე დანანებით იგონებენ.  გიორგი იმ წელს ამთავრებდა სკოლას, გამოსაშვები საღამოსთვის ემზადებოდა. ავბედითად მოჭრილმა  ხის ვარჯმა იმსხვეპლა ბიჭი. ნინოს იმედად მსუნთქავ მშობლებს კიდევ ხუთი წლის შემდეგ, გოგონას ავტოავარიაში სიკვდილით,  წუთისოფელმა სასიცოცხლო გზა მოუჭრა… ძაძა ჩაიცვა ანასეულმა.

…ოჯახის მეორე ტრაგედია 14 წლის წინ მოხდა. ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი გოგონა  საქმრომ ოჯახში მიიყვანა, თავის დაბადების დღეზე. მშობლებს გააცნო, ნახეთ, უფალი როგორ ბედნიერებას მჩუქნისო. გახარებულ დედ-მამას უთქვამს, დღესვე დარჩესო ოჯახში… თუმცა, ტრადიციულად გაზრდილ გოგონას არ სურდა, მშობლებისთვის გული ეტკინა და მოკრძალებით განუცხადებია, შინ უნდა დავბრუნდე, მშობლებს უნდა შევუთანხმდე და  და ქორწილის დღეც მალე დადგებაო. უკან მომავალთ კი საბედისწერო ავტოკატასტროფა  შეემთხვათ. ნინო დაიღუპა…

ნინო მარშანიას გარეგნული მშვენიერება თანხვედრაში იყო მის გამორჩეულ ნიჭიერებასთან. საკვირველია გოგონას  წინასწარმეტყველება მოახლოებული სიკვდილის შესახებ, რომელიც  მის ნოველებსა და მხატვრულ ჩანაწერებში ყოველ აბზაცში ღიად იგრძნობა. ხატავდა თავდავიწყებით. წერდა ნიჭიერად, სადად, ბუნებრივად, ლამაზი ქართულით, ხშირად უღრმავდებოდა სამყაროს იდუმალებას:

რატომ საუბრობდა 19 წლის გოგონა ასე ხშირად სიკვდილზე და მასთან წილნაყარ სიყვარულზე?   სტრიქონებში აშკარად იკითხება წინათგრძნობა, ხშირად გასაკვირიც: 

"მოდი სიკვდილის შემდეგ ჩემთან, მარადისობაში და სიყვარულით ვიცხოვროთ. როცა იმ ქვეყანას ერთმანეთს შევხვდებით, თუ დამინახავ, შენსკენ ზურგით ვიდგე,  მომეპარე, თმები გადამიწიე და კისერზე მაკოცე. მე თვალებს დავხუჭავ და გეტყვი: "სიცოცხლევ, როგორ მიყვარხარ!"  

ახლა ვნახოთ:  ზოგად მხატვრულ აზროვნებაში ასე ცნობილი ჭადრის ყვითელი ფოთლის შესახებ როგორ საუბრობს  ნინო მარშანია. მისი ხედვა სულ  სხვა, ახალი და ორიგინალურია: "დაკვირვებიხარ სადმე ჭადრის ყვითელ ფოთოლს? ამ ამ ფოთოლზე მრავალი ფერია, სიცოცხლის, სიკვდილის და მარადისობის ! მოდი სიკვდილის შემდეგ ჩემთან, ამ მარადისობაში…"  

რაც შეეხება ყოფნა-არყოფნის  ზოგადსაკაცობრიო საკითხავს, აქაც გამორჩეულ ფენომენთან გვაქვს საქმე _ ნინო მარშანიას, 19 წლის გოგონას ცნობიერი  განსხვავებულ, ახალ  მიდგომას ახმოვანებს:  "მთელი ცხოვრება ვეძებდი პასუხს კითხვაზე, რისთვის მოვედი ან რატომ მოდიან და მიდიან ადამიანები თუ მათი ამქვეყნიური არსებობა წამიერი უძილობაა და მეტი არაფერი!" 

"უნდა ცოცხლობდე სულის იმ ნაწილით, რომელსაც უკვდავება ჰქვია და სიკვდილის არ ეშინია! სულის ეს ნაწილი სიყვარულია!"

როცა  ამქვეყნიურ ყოფნას წამიერ უძილობას ადარებს, შესატყვისი და ლოგიკურია მომდევნო განცდაც: "სიცოცხლის ზარებს ვეპოტინები!"

ნინო მარშანიას სიყვარული ხელოვნების ყველა დარგისადმი იგრძნობა, თუმცა  ხატვისას გაცილებით   ლაღად გრძნობდა თავს. ნახატი სიყვარულზე, თავისი მხატვრული კონტექსტით, გოგონას ორიგინალურ  ხელწერას გვაჩვენებს,  თითქოს  მარადისობის მოახლოებულ გზაგასაყართან მდგარი რომ  ჩურჩულებს: "სიცოცხლის ზარებს ვეპოტინები, რომ მაგრად შემოვკრა, მიძინებული სამყარო გამოვარკვიო, ყველას ჩავძახო: სხვა პლანეტებმა ექო გამოსცეს, რომ სპეტაკ სიყვარულს, თუკი ვინმემ მოგიძღვნა, გაფრთხილება უნდა, გახსოვდეთ…" 

ამ მრავალწერტილით მთავრდება 2000 წლის მაისში დაწერილი ეს სტრიქონები _  გულის ამტკივებელი წინათგრძნობა თუ იდუმალი ხილვა მოახლოებული გარდაცვალებისა.  

რაც შეეხება სიყვარულზე მისეულ ხედვას, ნინო მარშანია აქაც ორიგინალური და იდუმალია: " მე რომ შემეძლოს, დაგხატავდი არა ისეთს, როგორიც ხარ, არამედ ისეთს, როგორიც მე მინდა, იყო და მთელ ქვეყნიერებაზე ვერავინ მიხვდებოდა ჩემს მეტი, რომ ეს შენ ხარ!"

ნინო მარშანია ახლა 31 წლის იქნებოდა და ადვილი შესაძლებელია, ხელოვნების რომელიმე დარგის  ცნობილი შემოქმედი ჰყოლოდა ჩვენს ხალხს. 

დედამ, ნანა ელიაშვილმა გაუძლო ტრაგედიას და "სიცოცხლის ზარებს" მესამე შვილით, გიორგით ეპოტინება. ის და-ძმის დაღუპვის შემდეგ მოუვლინა უფალმა მარშანიების ოჯახს.

ის შვილების ხსოვნას მათივე სურათებსა და ნაქონ ნივთებში თუ მხატვრულ ნაწერებში ხედავს და პოულობს, თან  გიორგის აცნობს, რომელიც ახლა ოზურგეთის მეხუთე საჯარო სკოლის მეექვსეკლასელია და ძალიან ჰგავს ადრე წასულ და-ძმას. 

სულის შემძვრელია ნანა ელიაშვილის მიერ  შვილებისადმი მიწერილი ბარათი:

 "ჩემი სულის დიდო ტკივილო! ჩემო ნინო და გია! რომ იცოდეთ, როგორ მენატრებით! ერთ წუთსაც ვერ ვიჭერ, თქვენზე რომ არ ვფიქრობდე… როგორ მინდა, გული გადაგიშალოთ: ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ხელოვნურად ვქმნი. ფიზიკურად ვუძლებ, მაგრამ გაძლება ხომ შეგუება არაა. ერთადერთი ნათელი სხივი, რომელიც თქვენი წასვლის შემდეგ გაჩნდა, ჩემი პატარა გიორგია, თქვენი ძმა! მინდა ამ ნათელ სხივს გავაყოლო მზერა და დავინახო, რომ ქვეყნად არსებობს ჭეშმარიტება და კეთილშობილება. მიუხედავად დიდი მარცხისა, ზღვა ენერგიას ვგრძნობ. გიორგი მაძლევს ძალას, რომლითაც ვებრძვი ახალ ცხოვრებას. დარწმუნებული ვარ, მომიწონებთ ამ საქციელს, ჩემო ჭკვიანებო!  საამაყო შვილებო! არ მინდოდა მხოლოდ დამსხვრეულ ოცნებებზე დარჩენა… არ ვიცი, მომავალი რას მიმზადებს… იქნებ, ოდნავი სიმაღლე მელოდება, არა დიდებისთვის, არამედ საკუთარი მარცხის მივიწყებისთვის…"

დედის წერილი    უნებლიე  გამოძახილია შვილის დაუცხრომელი სურვილისა: "სიცოცხლის ზარებს ვეპოტინები"… ეს ის ზარებია, რომლის ხმა თუნდაც  ასგზის დაცემულს, კვლავ ფეხზე რომ  წამოაყენებს და ადამიანს  გასაჭირთან არდანებების განცდით აღავსებს.

 ნინო და გია მარშანიების, ამ საოცარი ახალგაზრდების გახსენება თითოეული ჩვენგანის ვალია, რომ კიდევ უფრო ახლოს გაიცნოს ისინი ახალგაზრდობამ, განსაკუთრებით გაეცნონ ნინო მარშანიას შემოქმედებას, რომლის წაკითხვა გულგრილს არავის დატოვებს.

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

21-ს ქვევით

სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

19:55; 24 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

13:47; 20 ოქტომბერი, 2025
21-ს ქვევით

„სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

17:53; 15 სექტემბერი, 2025
21-ს ქვევით

რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

18:44; 21 აგვისტო, 2025
21-ს ქვევით

რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

15:18; 20 აგვისტო, 2025

“აშშ-მ და ჩვენმა მოკავშირეებმა ნატოში უნდა გამოიჩინონ სიმტკიცე და მხარი დაუჭირონ საქართველოს" _ კონგრესმენი ტედ პო

მანანა კობახიძე: "არ გამოვრიცხავ, თამაზ მეჭიაური პოლიტიკური გუნდის შეცვლაზე ფიქრობდეს"

ყველა სიახლე

სამართალი

დაშავებულები 31 და 39 წლის არიან – ახალი დეტალები სამტრედიაში მომხდარ ავარიაზე

22:13; 10.02.2026
სამართალი

ავარია სამტრედიაში _ არიან დაშავებულები

21:49; 10.02.2026
ფინანსები

გალტ & თაგარტმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა

19:12; 10.02.2026
საზოგადოება

“დღეს უსაფრთხო აღარაფერია – მათ შორის, არც ქუჩაში გადაადგილება”- თორნიკე მიგინეიშვილი

18:09; 10.02.2026
საზოგადოება

თამბაქოს კონტროლის ალიანსი პრემიერ-მინისტრს სამთავრობო კომისიის სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

17:56; 10.02.2026
საზოგადოება

დაზიანებული ხიდებიდან ტენდერებამდე: რა ეტაპზეა ჩოხატაურში სტიქიით დაზარალებული სოფლების დახმარების პროცესი

17:45; 10.02.2026
საზოგადოება

სს “წყალი მარგებელი” აცხადებს ტენდერს კვებისა და დასუფთავების მომსახურებაზე ნაბეღლავის ქარხანაში

17:37; 10.02.2026
საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

16:57; 10.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:43; 10.02.2026
სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

16:21; 10.02.2026
ფინანსები

თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო – „ქოლგა თბილისი ფოტოს”

14:14; 10.02.2026
ფინანსები

ირაკლი კობახიძე: “ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა”

13:06; 10.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელია წვიმა და თოვლი – განახლებული პროგნოზი ქალაქების მიხედვით

12:21; 10.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურში – ორი მსუბუქი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა და ამოტრიალდა

11:47; 10.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026
0

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო